ბათუმში ''როტაციასთან'' ავარია მოხდა 

01 თებერვალი 2019, 00:00 2995 ნახვა

ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოძრავი ქანდაკების ''როტაციის'' მხარეს ავტომანქანა წრიულზე ავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები უცნობია, თუმცა ფოტოებიდან ჩანს რომ ავტომობილი დაზიანებულია. ჩამოვარდინილია  მანქანის წინა ნაწილი. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შეტყობინება შევიდა, თუმცა მძღოლს მედიკოსების დახმარება არ დასჭირდა. 

ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს არავინ დაშავებულა. 

ფოტო: შოთა გუჯაბიძე

 

ამავე კატეგორიაში