შსს-ში აზუსტებენ, რა ბრალდებით აიყვანეს ფარული ჩანაწერების საქმეზე ორი ქალი აჭარიდან

01 თებერვალი 2019, 00:00 3808 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებენ, რა ბრალდებით გადაიყვანეს ან დაკავებულები არიან თუ არა ფარული ჩანაწერების საქმეზე ორი ქალი აჭარიდან. 

გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გარვცელებული ფარული ჩანაწერის საქმეზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის რეგიონის 3 აქტივისტი და ერთ მოქალაქე იკითხებოდნენ. 

დილის 6 საათისთვის დაკითხვაზე მყოფი ოპოზიციური პარტიის ორი აქტივისტი გაათავისუფლეს, ხოლო ორი ქალი, ერთი  "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი და მისი და,წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

დები  ბათუმიდან თბილისის მიმართულებით დილის 6 საათის შემდეგ წაიყვანეს. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ბათუმის საკრებულოში მირდატ ქამადაძე, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში სამმართველოსთან იმყოფებოდა, ამბობს რომ  საქმის დეტალები ამ ეტაპზე არ იციან. 

"ჯერ ჩასულებიც არ იქნებიან თბილისში, ამიტომ პარტიის ადვიკატებს არ დაუწყიათ მუშაობა, რომ დეტალები გავარკვიოთ. დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს ჩვენი ერთი აქტივისტი და მისი და. გუშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენს აქტივისტებს მასობრივად მიუვიდათ შეტყობინებების სახით ეს ამაზრზენი ვიდეო, ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მარტივი ფანდის გამოყენება უნდა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ოპოზიციაზე გადაბრალება"- გვითხრა ქამადაძემ

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ დაკავებას, აზუსტებენ რა ბრალდებით აიყვანეს ორი ქალი აჭარიდან. 

ამავე კატეგორიაში