ფარული კადრების გავრცელებისთვის 16 პირი დააკავეს

01 თებერვალი 2019, 00:00 2836 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე 16 პირი დააკავეს. 

აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური აპლიკაციების საშუალებით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო ჩანაწერებს.

სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნება სისხლის სამართლის დანაშაულია, დასჯადია როგორც მობილური აპლიკაციით მისი გადაგზავნა, ასევე შენახვა. დანაშაული 4 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. 

''მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად'' - განაცხადეს ბრიფინგზე. 

ამავე კატეგორიაში