ბათუმიდან, სავარაუდოდ ფარული ჩანაწერების საქმეზე გამოსაკითხად ორი პირი გადაიყვანეს

01 თებერვალი 2019, 00:00 3578 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმში, ერთ-ერთი რესტორნის ორი თანამშრომელი, სავარაუდოდ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების საქმეზე, თბილისში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. 

რესტორნის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფაქტს ადასტურებენ, თუმცა კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. პირად საუბარში ამბობენ, რომ გამოკითხვაზე იმყოფებიან მიმტანი და კიდევ ერთი პირი, რომელიც სამზარეულოში მუშაობდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ინფორმაციის დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ. 

დღეს გახდა ცნობილი, რომ ​ფარულ ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით სულ 16 პირია დაკავებული. მათ შორის არის ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' აქტივისტი და მისი და. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში