„გთხოვთ, დაგვეხმაროთ ჩვენი ქალაქის გადარჩენაში“- მიმართვა სახალხო დამცველს

02 თებერვალი 2019, 00:00 1407 ნახვა

საინიციატივო ჯგუფი “ქიმიური შეტევა ბათუმზე“ სახალხო დამცველს მიმართავს. როგორც ტექსტში წერია, ქიმიური ტერმინალის მშენებლობა ტურისტულ ქალაქზე  უარყოფითად აისახება. საინიციატივო ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ  შარშან გაზაფხულზე ბათუმის ნავსადგურში გოგირდის ღია ცის ქვეშ დაყარეს, რაც აალდა და ჰაერში გაიფრქვა.  წერილში აღნიშნულია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოქალაქეების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. საინიციატივო ჯგუფის წევრები მოითხოვენ კომპანია „სლოუშენმა“ სამუშაოები არ განახორციელოს. „გთხოვთ გაახმოვანოთ ჩვენი ქალაქის პრობლემა თქვენი ტრიბუნიდან ნუ დაგვტოვებთ მარტო ამ პრობლემასთან.

ერთადერთ იმედად დარჩენილი გვაქვს ბათუმის მერის სიმამაცე და კეთილსინდისიერება, რომელზეც არის დამოკიდებული პროექტის დაწყება და ბათუმის ბედი, რადგან მშენებლობის ნებართვას ხელი უნდა მოაწეროს ქალაქის მერმა- აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში. მიმართვაში ასევე საუბარია საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს გულგრილობაზე  და მაგალითისთვის  აჭარის ტელევიზიის ეთერში,  ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის საქციელი, რომელმაც  პირდაპირ ეთერში  ნივთიერება „კარბამიდი“ შეჭამა თითქოს ეს ნივთიერება და მთლიანად ეს პროექტი არის სრულიად უსაფრთხო. საინიციატივო ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ 29 იანვარს დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება პროექტის წინააღმდეგ და 3 დღეში დაახლოებით  5 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა. სახალხო დამცველის აპარატში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხები არ აქვთ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ამავე კატეგორიაში