დაკავება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე

02 თებერვალი 2019, 00:00 2018 ნახვა

ორი პირი პასუხისგებაში მისცეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა. უწყების ცნობით ბრალდებულები, სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის თავის არიდების განზრახვით და უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდნენ კომერციულ საქმიანობას.

უცხოური ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით სისტემატურად ახდენდნენ ძვირადღირებული საათების შეძენას  და შემდგომ, საქართველოში რეალიზაციას. გამოძიების ინფორმაციით  მხილებულებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორცილების შედეგად, საერთო ჯამში მიიღეს დიდი ოდენობით - მილიონ ნახევარ ლარზე მეტი შემოსავალი.

ამავე კატეგორიაში