ხელვაჩაურის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის თანხების მოძიება დაიწყო

04 თებერვალი 2019, 00:00 2163 ნახვა

ხელვაჩაურის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საჭირო ფინანსური რესურსის  მოსაძიებლად  ორი საერთაშორისო  ორგანიზაცია  მუშაობს - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.  მისი თქმით,  პროცედურები, რომლებიც  მოსახლეოების განსახლებას ეხება სრულ თანხვედრაში იქნება კანონმდებლობასთან.

 ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებმა  14 ოჯახმა  კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით რამდენიმე დღის წინ აქცია გამართეს. მოქალაქეები აცხადებენ,  რომ საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობენ. შემოვლითი გზის მშენებლობის გამო კი  სახლები დაიბზარა. ოპიზრების ქუჩაზე ოჯახების ნაწილი თვითნებურადაა შესახლებული, რამდენიმეს კი სახლი საკუთრებაში აქვს.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში