აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მხოლოდ ერთი კანდიდატით

04 თებერვალი 2019, 00:00 1900 ნახვა

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს ხვალ აირჩევენ. არჩევნები ბათუმში, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდება. 

ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი სალომე მელია მონაწილეობს.  მელია საერთაშორიო დიდოსტატია, მსოფლოს და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ოლიმპიადის პრიზიორი, სპორტის რაინდის ორდენის მფლობელი ასევე საჭადრაკო ფედერაციის (ფიდეს) საერთაშორისო კომისიის წევრი.

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის 2019 წლის საანგარიშო, საარჩევნო კონფერენცია 18:30 წუთზეა ჩანიშნული.  

აჭარის ჭადრაკის ფედერაციას დაახლოებით 4 წლის განმავლობაში, არჩილ დოლიძე ხელმძღვანელობდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში