ხანძრის ადგილიდან 20 ადამიანი გამოიყვანეს - კლინიკაში გადაყვანილია ერთი ქალი

05 თებერვალი 2019, 00:00 7536 ნახვა

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთი ქალი ''მედ ცენტრში'' გადაიყვანა, რამდენიმეს კი დახმარება ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს. 

პაციენტს ხანძრის შედეგად დამწვრობა ან სხვა სახის დაზიანებები არ ჰქონდა. ის ქრონიკულად მოავადეა და მედიკოსებმა კლინიკაში მაღალი არტერიული წნევით შეიყვანეს. 

იტალიურ ეზოში 13 ოჯახის ცხოვრობს. მათგან ერთს სახლი სრულად დაეწვა​. დანარჩენ შენობებს კი სახურავები აქვს დაზიანებული. დამწვარია დაახლოებით 300 კვადრატული მეტი ფართობი. 

სამაშველო ბრიგადებმა ცეცხლმოკიდებული სახლებიდან 20 ადამიანი გამოიყვანეს. მათ დაზიანებები არ ჰქონდათ. 

ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 8 ბრიგადა მუშაობდა. 

 

ფოტო: მარიამ ბოლქვაძე

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში