თორნიკე რიჟვაძე - ''ოცნების ქალაქში'' კორპუსები აშენდება

06 თებერვალი 2019, 00:00 3748 ნახვა

შესაძლოა, ორი ათასამდე თვითნებურად შესახლებულმა  ადამიანმა  „ოცნების ქალაქი“-ს ნაცვლად „ახდენილი ოცნებების ქალაქში“ იცხოვროს. თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის ინიციატივა დღეს გააცხადა.

დეტალები კი ასეთია: ახალი კორპუსები ისევ „მუყაოს ქალაქში“ აშენდება, რისთვისაც პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, პროექტის ღირებულების სრული თანხა კი დღეს მთავრობის არცერთ წევრს დაუსახელებია.

რეგიონის მმართველს დღეს არც კრიტერიუმები დაუკონკრეტებია, რის მიხედვითაც თვითნებურად შესახლებულები ბინებს მიიღებენ. თორნიკე რიჟვაძემ ეკონომიკის სამინისტროს უმოკლეს ვადებში ტენდერის მომზადება დაავალა. სამშენებლო პროექტიც ამავე უწყების ხელმძღვანელმა უნდა მოამზადოს.  ადგილზე  სამუშაოები დღესვე დაიწყო. მთავრობა პროექტის დასრულებას 2-3 წელიწადში გეგმავს.

დღეს თორნიკე რიჟვაძეს ჟურნალისტებმა ისიც ჰკითხეს, ეს ინიციატივა ხომ არ  წაახალისებს სხვებს დაიკავონ უკანონოდ სახელმწიფო ქონება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში