ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე წყალი მთელი ღამის განმავლობაში გაითიშება

06 თებერვალი 2019, 00:00 4595 ნახვა

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, ​ჯავახიშვილის ქუჩაზე 225 მმ-იანი წყლის მაგისტრალური მილსადენი დაზიანდა, რის გამოც 00:00 საათიდან, 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება:  

ჯავახიშვილის ქუჩას: პუშკინისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩების მონაკვეთში;

გიორგი ბრწყინვალეს ქუჩას: გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩების მონაკვეთში;

გიორგი ბრწყინვალეს ქუჩას: N122-დან, N132-ის ჩათვლით; 

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია SMS შეტყობინების სახით მიაწოდეს.

''აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება, სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე: (0422) 242222, ან 1152'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში