დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები აქციას არ წყვეტენ

07 თებერვალი 2019, 00:00 1445 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები აქციას  არ წყვეტენ.  დაკავებული სასულიერო პირის ძმა აცხადებს, რომ  მისი ძმის მოძღვარი  ნიკოლოზ  გიგატაძე  დარწმუნებულია დეკანოზის უდანაშაულობაში და მზად არის ის აზიაროს, მაგრამ მას ვერ  დააყენებენ დარტყმის ქვეშ, ვინაიდან  თორნიკე მამალაძეს მიაჩნია, რომ ამის გამო საპატრიარქოში  დასჯიან.

თორნიკე მამალაძე საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას მუქარას უწოდებს და განმარტავს, რომ დეკანოზის ზიარებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება, ლოცვა-კურთხევის გაცემას არ ნიშნავს.   შეგახსენებთ, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სასულიერო პირებს, გიორგი მამალაძის ზიარების უფლება მისცა, თუ ისინი ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებენ.

ამავე კატეგორიაში