სახალხო დამცველი გამოხატვის თავისუფლების მოქმედ წესს ასაჩივრებს

07 თებერვალი 2019, 00:00 1446 ნახვა

სახალხო დამცველის სარჩელის განხილვა  საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება.   დავის საგანია  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევა კოდექსის  134-ე მუხლის მე-2 ნაწილი. აღნიშნული ნორმა   შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს გზის ღერძიდან  100 მეტრზე ახლოს  ან ქუჩის   მიმდებარე ტერიტორიაზე  უნებართვოდ კარვის ან ტრანფარანტების განთავსებას უკრძალავს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა არაკონსტიტუციურია და ზღუდავს  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.  მოსარჩელე მხარის პოზიციით, ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია კარვის განთავსება შეკრების ან მანიფესტაციის აუცილებელობას წარმოადგენდეს. 

სახალხო დამცველის წარმომადგენელი განმარტავს, რომ  სწორედ გასაჩივრებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე  სახელმწიფომ არ მისცა საშუალება შვილმკვდარი მამების აქციის მონაწილეებს, ასევე ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებს კარავი გაეშალათ. გამწესრიგებელ სხდომაზე სასამართლოს მოწვევით ასევე დაიკითხება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.  საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

ამავე კატეგორიაში