აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით რეგიონში ფესტივალები კონკურსის წესით შეირჩევა

07 თებერვალი 2019, 00:00 3180 ნახვა

აჭარის  განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით რეგიონში ფესტივალები კონკურსის წესით  შეირჩევა და დაფინანსდება საგრანტო წესით.  კონკურსის  აპლიკაციის ფორმისა და პირობების განსაზღვრის შესახებ კი სამუშაო შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეხვედრას ბრიტანელი ექსპერტი და სხვადასხვა  ფესტივალის ორგანიზატორები ესწრებიან. სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანელმა ექსპერტმა ჩაატარა კვლევა და ის  უცხოურ გამოცდილებას გაუზიარებს საფესტივალო სექტორის წარმომადგენლებს.  საკონკურსო პირობებს სამინისტრო შეხვედრაზე მიღებული რეკომენდაციების შემდეგ გაასაჯაროვებს. ცნობილია, რომ კონკურში გამარჯვევულმა 3 წლიანი სამოქმედო გეგმა უნდა წარადგინოს.

ამავე კატეგორიაში