ბათუმში მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც გრიპზე მკურნალობდნენ

07 თებერვალი 2019, 00:00 2691 ნახვა

ბათუმში 73 წლის კაცი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკა ''მედინაში'' რამდენიმე დღის განმავლობაში  გრიპსა და პნევმონიაზე მკურნალობდა. 

კლინიკური მენეჯერი ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ​

პარალელურად ეპიდემიოლოგები ადგენენ, ხომ არ იყო ეს გრიპი H1N1 ტიპის და რამ გამოიწვია მამაკაცის გარდაცვალება. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, წელს ე.წ. ღორის გრიპით აჭარაში 7 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე კატეგორიაში