შაბათ-კვირას ზამთრის კურორტებზე მოთოვს

08 თებერვალი 2019, 00:00 1822 ნახვა

ფოტო: კურორტ გოდერძის ოფიციალური ფბ გვერდი 

უქმე დღეებში, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების შედეგად, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. მაღალმთიან ზონაში მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად არა, მაგრამ რამოდენიმე გრადუსით დაიკლებს.

პერიოდულად იწვიმებს სანაპირო კურორტებზეც, ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება, ზამთრის კურორტებზე კი მოსალოდნელია თოვლი. ჩამოყალიბდება თოვლის საფარიც, რომლის სიმცირეს წელს განიცდის ზამთრის კურორტები, ყველგან მაღალი ტემპერატურა და მცირეთოვლიანობა ფიქსირდება.

 

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში