სოციალური მუშაკები პრობლემების წინაშე

08 თებერვალი 2019, 00:00 1803 ნახვა

სოციალური მუშაკები ცვლილებებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვებს გეგმავენ - მათი ულტიმატუმის ადრესატი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრია. მთელი ქვეყნის მასშტაბით წამოწყებულ კამპანიას აჭარის სოციალური აგენტებიც შეუერთდნენ. მათ კონკრეტული მოთხოვნები აქვთ, მთავარი მათ შორის სამუშაო პირობების გაუმჯობესება, მენეჯმენტის ეფექტური მართვა და ხელფასების მატებაა.

დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, პერსონალური კომპიუტერები, სამგზავრო ხარჯის ანაზღაურება, ახალი ინსტრუმენტების შემუშავება და კადრების გადამზადება - ეს არ არის იმ მოთხოვნათა სრული ჩამონათვალი, რასაც სოციალური მუშაკები ეფექტური მუშაობისთვის ითხოვენ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დღეს აჭარაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს შეხვდა და მათ რეკომენდაციები მისცა. თამარ ბარკალაიას განცხადებით, სოციალური მომსახურების სააგენტოებს 50  თანამშრომელი დაემატება, მათგან   მხოლოდ ორი იმუშავებს აჭარაში.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში