ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

11 თებერვალი 2019, 00:00 1532 ნახვა

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული მესამედ გახდა. კარიერაში კი მან ამ ტურნირზე მეშვიდე მედალი მოიგო. ლიპარტელიანმა ფინალში იაპონელი აარონ ვულფი ვაზარით დაამარცხა და მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე მარცხისთვის რევანში აიღო.

ფინალამდე ტაილანდელი ვეი პუიანგი, ბულგარელი დანიელ დიჩევი, ფრანგი ალექსანდრე იდირი და სამხრეთ კორეელი გუამ ჩო დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ჯამში 4 მედლის მოპოვება შეძლეს. ოქრო ლიპარტელიანმა მოიგო, ვერცხლი ვაჟა მარგველაშვილმა ხოლო ბრინჯაოები  თემურ ნოზაძემ და ლაშა შავდათუაშვილმა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში