საქართველოში ხუთ წელიწადში 1271 ტყის ხანძარი გაჩნდა

12 თებერვალი 2019, 00:00 4788 ნახვა

ბოლო ხუთ წელიწადში მეხანძრე-მაშველებმა 1271 ტყის ხანძარი ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ  ყველაზე მეტი 494 ტყის ხანძარი 2017 წელს იყო. ყველაზე ნაკლები კი გასულ წელს. 2018 წელს საქართველოს მასშტაბით სულ 113 ტყის ხანძარი დაფიქსირდა. 

20017 წელს ხანძრის შემთხვევები გახშირდა. დაიწვა ბორჯომის ტყე, ხანძარი იყო აბასთუმნის ტყეშიც, ასევე ცეცხლი რამდენჯერმე გაჩნდა აჭარის მაღალმთიანეთშიც.

ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად ვერტმფრენებიც ჩაერთვნენ. 

სააგენტომ 2014-2018 წლების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

 

ამავე კატეგორიაში