ხვალიდან სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება

13 თებერვალი 2019, 00:00 1618 ნახვა

ხვალიდან სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების მონიტორინგი იწყება. გაზრდილია შესამოწმებელი ობიექტების სია და ჯარიმის თანხაც.  პირველ ეტაპზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გასცემს რეკომენდაციებს, შემდეგ მათ შესრულებას დააკვირდება, ბოლოს კი რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციებს აამოქმედებს. უწყებას შეუძლია,  კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, სასამართლოს გზით  შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაც შეაჩეროს.

აქვე გაგაცნობთ 2018 წლის სტატისტიკას,  საქართველოში ხანძრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა. ირინე წუწუნავა დაინტერესდა რა მდგომარეობაა სახანძრო უსაფრთხოების კუთხით აჭარაში, სკოლებსა და ბაღებში, ასევე სასტუმროებსა და გასართობ ცენტრებში. ობიექტებს ტექნიკური გამართულობისთვის დამატებითი ხარჯების გაწევა მოუწევთ, რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში დაწესებულებები 500-დან 10 000 ლარამდე დაჯარიმდებიან. 

ამავე კატეგორიაში