ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

13 თებერვალი 2019, 00:00 2532 ნახვა

ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. მასში მონაწილეობა არც ერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო. აიპი ‘’ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ’’ ტენდერი 16 იანვარს  770 ათას ლარზე გამოაცხადა.

ტენდერის პირობების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. როგორც მერიაში აცხადებენ, ხიდის რეაბილიტაციაზე განმეორებითი ტენდერს იგივე პირობებით დღეს გამოაცხადებენ.

ამავე კატეგორიაში