ტექნიკური ხარვეზი?

14 თებერვალი 2019, 00:00 2571 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიბერთი ბანკის სესხის განულების პროგრამაში მოხვედრა ტექნიკურ ხარვეზად შეაფასა. საქმე ეხება ბათუმელი ზვიად ბოლქვაძის შავ სიაში მოხვედრას, რის შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერით გაჟღერდა.

მოქალაქე ამბობდა, რომ მის მიერ წლების წინ გადახდილი სესხი ლიბერთი ბანკმა გააქტიურა და vali.ge-ს ვებ გვერდზე აღმოჩნდა, რის გამოც ავტომატურად საბანკო ვალდებულებების ე.წ " შავ სიაში" მოხვდა.

ზვიად ბოლქვაძემ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა და განცხადება ეროვნულ ბანკს გადაუგზავნა. ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შესახებ საპასუხო წერილი მოქალაქეს უკვე გაეგზავნა და ის ვალების განულების პროგრამის "შავი სიიდანაც" ამოვარდა.

ამავე კატეგორიაში