ილიაუნის სტუდენტთა საპროტესო აქცია

14 თებერვალი 2019, 00:00 1376 ნახვა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორს საკუთარი მოთხოვნები გააცნეს და სპეციალური საბჭოების შეკრება მოსთხოვეს, რათა მათი მოთხოვნები განიხილონ. მათ ამისთვის  ვადა გიგა  ზედანიას 19:00 საათამდე მისცეს. წინააღმდეგ  შემთხვევაში  არ გამორიცხავენ, რომ ისინი კვლავ შეიკრიბონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სტუდენტთა ნაწილის მოთხოვნაა, ბიზნესსკოლას დაუბრუნდეს პირვანდელი სახელი და თანამდებობაზე დაბრუნდეს გიორგი ქადაგიძე. სტუდენტებმა ღამე ილიაუნის შენობაში გაატარეს. მათ სასწავლებლის შენობა დღეს რექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დატოვეს.

ამავე კატეგორიაში