გამარტივებული ტენდერი 450 ათასი ლარის ღირებულების როიალის შესასყიდად

14 თებერვალი 2019, 00:00 1642 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრი გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს -საუბარია 450 ათასი ლარის ღირებულების როიალზე. როგორც შესყიდვის მოთხოვნაშია მითითებული თეატრი გეგმავს ახალი სივრცე თეატრალური და საფესტივალო პროგრამებით დატვირთოს, ასევე აპირებს უმასპინძლოს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს.

როგორც თეატრის დირექტორი გვეუბნება, მაღალი რანგის შემსრულებლების და დასების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ  მაღალი ხარისხის როიალია, ამ მარკის ინსტრუმენტი  კი მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს, სწორედ მასთან ითხოვს გამარტივებული შესყიდვის გაფორმების ნებართვას თეატრი.

რაც შეეხება მუსიკალურ ფესტივალებს - დირექტორი ამბობს, რომ ჯერ კონკრეტული პროგრამა შეთანხმებული არ არის.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში