პოლიციამ სარფში ავტომატი და 7 030 ვაზნა ამოიღო - შსს

15 თებერვალი 2019, 00:00 4046 ნახვა

პოლიციამ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიიდან, თურქეთში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატი და 7 030 ვაზნა ამოიღო. 

სამართალდამცველებმა იარაღი საბაჟო პუნქტის კონტროლის ზონაში, ავტომობილის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავში იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.თ. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში