ჩაქვში ავარიას 19 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა

15 თებერვალი 2019, 00:00 6492 ნახვა

ჩაქვში, ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია გუშინ მოხდა.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, შსს-ში უთხრეს, რომ ავტომობილი გზიდან ხრამში გადავარდა. 

გარდაიცვალა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, მეორე კურსის სტუდენტი. 

მამაკაცი კი, რომელიც ავტომობილს მართავდა დაშავდა. პაციენტი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში