მაჭახლის ხეობის მცხოვრებლები პრემიერის სახელზე მიმართვას ამზადებენ

15 თებერვალი 2019, 00:00 1496 ნახვა

მაჭახლის ხეობის მოსახლეობა საქართველოს პრემიერ- მინისტრისთვის ოფიციალური მიმართვის მომზადებას გეგმავს. მათი მოთხოვნაა გაუქმდეს მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც „სილქროუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „მაჭახელა ჰესი“ ხეობაში გვირაბული ტიპის ჰესის მშენებლობას გეგმავს.

ხეობის ერთიანობის დასტურად ისინი პრემიერის სახელზე მიმართვას მაჭახლის მოსახლების ხელმოწერებს დაურთავენ. მანამ კი ხელმოწერებს აგროვებენ  სახალხო მოძრაობის  -  „სიტყვის კაცები“ -ს დასაფუძნებლად და პარალელურად მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. „სიტყვის კაცებს“ 3200  ხელმომწერი უკვე ჰყავს. 

ამავე კატეგორიაში