ფეხბურთის ფედერაციას ისევ ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს - არჩევნები დასრულდა

15 თებერვალი 2019, 00:00 1867 ნახვა

დღეს, 15 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ისევ, მეორე ვადით ლევან კობიაშვილი აირჩიეს.

მას რეგისტრირებულმა 28-ვე დელეგატმა დაუჭირა მხარი. არჩევნები ცოტა ხნის წინ დასრულდა. ლევან კობიაშვილი ფედერაციას 4 წლის ვადით ჩაიბარებს. დღესვე 2019 წლის ბიუჯეტი და მართვის საკონსტიტუციო ჯგუფი დამტკიცდა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ყრილობაზე პირველი საპრეზიდენტო ვადის ანგარიში წარადგინა და მომავალ გეგმებზეც ისაუბრა. ყრილობაზე ამავდროულად ფედერაციის აღმასკომის წარმომადგენლებიც აირჩიეს. 

ყრილობაზე სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია კი ფედერაციის ასოცირებული წევრი გახდა.

ამავე კატეგორიაში