ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის დოკუმენტის განხილვა იწყება

15 თებერვალი 2019, 00:00 1845 ნახვა

ამ წუთებში საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა იწყება, რომელზეც  ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის დოკუმენტს განიხილავენ.  

ბათუმის კულტურული მემკვიდრეობა უკვე წლებია დავისა და დაცვის საგანია. ქალაქს არ აქვს ისტორიული დაცვის ზონა, რომლის საზღვრებშიც მოქცეული ძეგლები  ყოველგვარი სახის სამშენებლო პროცესისგან დაცული იქნება.

პირველ დოკუმენტზე მუშაობა  15 წლის წინ დაიწყო.   მაშინ ჩატარდა კვლევები, დადგინდა საზღვრებიც, თუმცა დასკვნა მხოლოდ ფურცელზე დარჩა. ახალმა მერმა, ლაშა კომახიძემ კი   ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის ახალი  ვერსია მოამზადებინა.    

სწორედ ამ ორივე დოკუმენტზე იმსჯელებენ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში