მართვის მოწმობის შეცვლის მსურველებს არასამუშაო საათებშიც მოემსახურებიან 

15 თებერვალი 2019, 00:00 3247 ნახვა

მართვის მოწმობების შეცვლის მსურველებს, დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად 13 დღე რჩებათ. პირველი მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს, საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, D და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მოწმობები. 

მომსახურების სააგენტოებთან რიგები იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობის გაზრდილი ნაკადის გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. 

უწყების ცნობით, მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეცვლა შეუძლიათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.

მძღოლები, რომლებიც აჭარის მაუწყებელმა ბათუმში ჩაწერა, ითხოვდნენ მუშაობის საათები გახანგრძლივებულიყო და მართვის მოწმობის შეცვლა დასვენების დღეებშიც ყოფილიყო შესაძლებელი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ცვლილება არ ეხება B კატეგორიის, ანუ მსუბუქი ავტომობილის კატეგორიის მართვის მოწმობებს, ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც B კატეგორიასთან ერთად, დამატებით აქვთ C, D ან CD კატეგორიები და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ.

ამავე კატეგორიაში