ბათუმის რამდენიმე უბანში ღამით წყალი გაითიშება

15 თებერვალი 2019, 00:00 2072 ნახვა

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, 15 თებერვლის 23:00 საათიდან, 16 თებერვლის 07:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება მახინჯაურის და განთიადის დასახლებას, ასევე თამარ მეფის გამზირს: #3-დან, 7-ის ჩათვლით.

კომპანიაში განმარტავენ, რომ შეზღუდვის მიზეზი წყალმომარაგების მილების დაერთების სამუშაოებია, რომელიც მახინჯაურში წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობს.  

ამავე კატეგორიაში