კულტმემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის დოკუმენტი განიხილეს

15 თებერვალი 2019, 00:00 1849 ნახვა

3 საათის განმავლობაში განიხილავდნენ თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრების საკითხს - სამოქალაქო საზოგადოება, სპეციალისტები, კულტურული და ისტორიული ბათუმის დამცველები მოითხოვენ დროულად დამტკიცდეს დოკუმენტი და რაც მთავარია მასში დაბრუნდეს, მერიის მიერ ამოღებული ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება. დღეს „გეოგრაფიკის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ შეხვედრას - სწორედ მათ მოამზადეს დოკუმენტი, რომელიც შემდგომში მერიამ ავტორებთან შეთანხმების გარეშე შეცვალა.

ბათუმის მერმაც წარადგინა პრეზენტაცია, ლაშა კომახიძე ისევ ირწმუნება, რომ დოკუმენტი ღიაა და მსჯელობას ექვემდებარება. სამოქალაქო საზოგადოება ახლა გადაწყვეტილების მოლოდინშია. ჯერ უცნობია რა რეკომენდაციებით დაუბრუნებს სააგენტო მერიას დოკუმენტს და გაითვალისწინებენ თუ არა მოთხოვნებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში