საბორნე რეისი

06 აგვისტო 2016, 00:00 3569 ნახვა

უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული საბორნე მიმოსვლა ამოქმედდა. ჩერნომორსკიდან ბათუმის მიმართულებით ბორანი კვირაში 2-ჯერ, ოთხშაბათობით და კვირაობით, იმოძრავებს. იმავე დღეებში განხორციელდება რეისები ბათუმიდან ჩერნომორსკის მიმართულებითაც. აღნიშნულ მარშრუტზე სულ ორი ბორანი იმუშავებს. ბილეთის ღირებულება 100-დან 115 დოლარამდეა. მარშრუტის ხანგრძლივობა 42-50 საათია და ის მთლიანად მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული. ბორნით, შესაძლებელი იქნება ავტომანქანების გადაზიდვა და შინაური ცხოველების გადაყვანა.

ამავე კატეგორიაში