ქობულეთში სურსათის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა

15 თებერვალი 2019, 00:00 2644 ნახვა

ფოტო/ვიდეო  ლევან ურდია

ქობულეთში, აღმაშენებლის 170 ნომერში, სურსათის მაღაზიაში ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობა ქობულეთის სახანძრო სამაშველო ბრიგადამ მანამდე შეძლო, ვიდრე ცეცხლი სავაჭრო ობიექტს სრულად მოედებოდა. 

დამწვარია 7 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტრო სადენები გახდა. 

მეხანძრეები ამბობენ, რომ ცეცხლი მაღაზიის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც პროდუქტები არ ეწყო, ამიტომ ინვენტარი და პროდუქცია განადგურებას გადაურჩა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში