''გიორგი მამალაძეს ჰიპერტონული კრიზი აქვს'' - პენიტენციური სამსახური

16 თებერვალი 2019, 00:00 1656 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მამალაის წინასწარი დიაგნოზი იყო ''ჰიპერტონული კრიზი'', ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევით  N9 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს საავადმყოფოში.

''15 თებერვალს, 18.38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მას 18.41 საათიდან გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე ექიმი ნევროლოგი.19.18 საათზე დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ უჩვენა, რის გამოც გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია. 21.35 საათზე დაწესებულების მედპერსონალმა კვლავ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსჯავრდებული გიორგი მამალაძე კლინიკაში გუშინ მოათავსეს. ადვოკატების, ასევე თორნიკე მამალაძის  ინფორმაციით მას უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს. მათივე ინფორმაციით, დეკანოზი მომდევნო რამდენიმე დღე კლინიკაში დარჩება. თორნიკე მამალაძის განცხადებით დღეს მას ღუდუშაურის კლინიკაში ძმის მონახულების საშუალებას მისცემენ. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეატყობინეს, მან საპატრიაქროში დარეკა, თუმცა, მის მოსანახულებლად არავინ მისულა. 

ამავე კატეგორიაში