გიორგი მამალაძეს  პალატაში  სავარაუდოდ დღის ბოლოს გადაიყვანენ 

16 თებერვალი 2019, 00:00 1404 ნახვა

''პაციენტი    ადეკვატური  და კონტაქტურია, მაგრამ   ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა'' - აცხადებენ   ღუდუშაურის კლინიკაში.  გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები სტაბილურად აფასებენ.   პაციენტს   პალატაში სავარაუდოდ დღის ბოლოს გადაიყვანენ.

მსჯავრდებული  შეუძლოდ გუშინ გვიან ღამით გახდა,     სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე  წინასწარი დიაგნოზი იყო ჰიპერტონული კრიზი.  

ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. ის და თორნიკე მამალაძე პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებენ. თორნიკე მამალაძის განცხადებით, მისი ძმის სრულად განადგურება უნდათ. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეატყობინეს, მან საპატრიაქროში დარეკა, თუმცა, ძმის მოსანახულებლად არავინ მისულა. მსჯავრდებულის ძმა აბობს, რომ მე-13 დღეა  კარვები აქვს გაშლილი საპატრიარქოსთან გიორგი მამალძის ზიარების მოთხოვნით, თუმცა მოთხოვნა საპატრიარქომ უყუყრადღებოდ დატოვა.  თორნიკე მამალაძე საპროტესტო აქციებს ისევ აანონსებს. გიორგი მამალაძის მონახულებას მისი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღის მანძლძე გეგმავს.

ამავე კატეგორიაში