მახინჯაურში რამდენიმე უბანში ღამით წყალი გაითიშება

16 თებერვალი 2019, 00:00 1451 ნახვა

17 თებერვალს მახინჯაურში რეზერვუარის მშენებლობის ფარგლებში წყალმომარაგების მილების დაერთების სამუშაოების პროცესი ამინდის გაუარესების გამო გართულებულ პირობებში მიმდინარეობს- ამის შესახებ ინფორმაციას ''ბათუმის წყალი'' ავრცელებს.

რეაბილიტაციის პროცესის დასრულებამდე წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს: მახინჯაურის და განთიადის დასახლებას; თამარ მეფის გამზირს: #3-დან, #7-ის ჩათვლით; მოსახლეობას წყლის მიწოდება 03:00 საათისთვის აღუდგებათ

მახინჯაურში მილებზე ტექნიკურ სამუშაოებს კომპანია „ეჯიტაში“ ასრულებს. წყალმომარაგების 1200 მმ-იან მილსადენზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, მახინჯაურის რეზერვუარის წყლით უწყვეტი წყალმომარაგება მოხდება.

შპს "ბათუმის წყალი" მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.

ამავე კატეგორიაში