ყალბი სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების გამო ბათუმში ერთი პირი დააკავეს

18 თებერვალი 2019, 00:00 1983 ნახვა

ყალბი სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების გამო ბათუმში ერთი პირი დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა ელექტრიკოსის სწავლების სრული კურსის გავლის დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისიწნებს.

ამავე კატეგორიაში