აფეთქებების შედეგად ათი ოჯახი სასმელი წყლის გარეშე დავრჩით - აქცია მახვილაურში

18 თებერვალი 2019, 00:00 3320 ნახვა

აქცია მახვილაურში. ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა, მათი თქმით, ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებული აფეთქებების გამო დაიბზარა სახლები და დაშრა წყლები. მოსახლეობა მთავრობას მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და  პრობლემის მოგვარებას სთხოვს.

ავტომაგისტრალის მშენებელი კომპანიის „ფოლატიოლი“ წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს.

საავტომობილო გზების გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის განმარტებით კი ადგილზე მიმდინარეობს კვლევები, თუმცა ამ ეტაპზე დაზარალებული ოჯახები გამოვლენილი არ არის. მიხეილ უჯმაჯურიძის განცხადებით საკითხზე მუშაობა გრძელდება.    

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში