საქართველოს ტერიტორიაზე 2086 ''ჭკვიანი'' ვიდეოკამერა ფუნქციონირებს

18 თებერვალი 2019, 00:00 1388 ნახვა

საქართველოს ტერიტორიაზე 2 ათას 86 “ჭკვიანი” ვიდეოკამერა ფუნქციონირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზებზე “ჭკვიანი” ვიდეოკამერების მონტაჟი გრძელდება.

მიმდინარე წელს კიდევ 669 ახალი ვიდეოკამერა ჩაირთო, მათ შორის 550 ზოგადი ხედვის და 119 კი ნომრის ამომცნობი. დღეიდან სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია ამოქმედდა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში.

ამავე კატეგორიაში