სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხი სამანქანე გზაზე გადმოვიდა / ვიდეო /

20 თებერვალი 2019, 00:00 5177 ნახვა

სოფელ მარადიდში, მდინარე ჭოროხი სამანქანე გზაზე გადმოვიდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი თემურ დიდმანიძის თქმით, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა და ფაქტი, სავარაუდოდ, „კირნათიჰესს“ უკავშირდება.

ადგილობრივების თქმით, წყლის დონის მატება დაახლოებით დღის 12 საათიდან დაიწყო. ამბობენ, რომ სავარაუდოდ დატბორილია ერთი მონაკვეთი, სადაც სასაფლაო და ხიდია.

ხელვაჩაურის რესურსცენტრში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ შემთხვევა არ მომხდარა სკოლასთან ახლოს, თუმცა დატბორილია გზა, რომლითაც მოსწავლემ უნდა გაიაროს.

ადგილზე ამ წუთებში ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობს, ასე რომ მეტი დეტალი ცნობილი ცოტა ხანში გახდება. დავუკავშირდებით ასევე კირნათი ჰესის მშენებელ კომპანიასაც.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში