აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დასახელდა

20 თებერვალი 2019, 00:00 2835 ნახვა

აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დასახელდა. ამერიკული კომპანია Af&Co 2019 წლის ტენდენციებს აქვეყნებს, სადაც ქართულ საჭმელს წლის სამზარეულოდ, აჭარულ ხაჭაპურს კი წლის კერძად ასახელებს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

Af&Co ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც რესტორნების, საკვებისა და სასმელის, მასპინძლობის მარკეტინგის უმთავრეს ტენდენციებს პერიოდულად ასახელებს. 

აჭარულ ხაჭაპური წლის კერძად ყველისა და კვერცხის ნაზავის, ასევე ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა.

ამავე კატეგორიაში