დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა - ადვოკატი

20 თებერვალი 2019, 00:00 1237 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა განაცხადა. გიორგი ფანცულაიას თქმით გაუმჯობესება არ შეინიშნება და მსჯავრდებულს კვლავ პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები, შეზღუდული აქვს მეტყველების უნარი.

დეკანოზის ინტერესების დამცველი  კლინიკისგან დიაგნოზის დასმას ითხოვს, ასევე არ იზიარებს მედიკოსების განცხადებას რომ პაციენტს არ დაუდგინდა ინსულტი.

ფანცულაის თქმით. მედპერსონალი პირად საუბრებში ტრანზიტულ ინსულტს არ გამორიცხავს, თუმცა ოფიციალური დიაგნოზი ამ დრომდე არ დასმულა. დეკანოზ გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 15 თებერვალს გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. 

ამავე კატეგორიაში