მზა ხინკალში, გუფთასა და კოტლეტში ხორცის წილი მინიმალური იყო - ბათუმში პასუხისგებაში ორი პირი მისცეს

21 თებერვალი 2019, 00:00 6693 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში, ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ხორცის ნახევარფაბრიკატების საწარმოებში, ფალსიფიცირებულ პროდუქციას იყენებდა. დარღვევები აღმოჩნდა ხინკლის, გუფთისა და კოტლეტის ნახევარფაბრიკატებში.  როგორც გამოძიებამ დაადგინა, პროდუქტის თვისებრიობა შეცვლილი იყო.

"ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტების შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს - მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილის და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება.

თუ მათ ბრალი დაუმტკიცდათ, ფალსიფიცირებული პროდუქტის მწარმოებლებს 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ამავე კატეგორიაში