ოცნების ქალაქში მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

21 თებერვალი 2019, 00:00 1916 ნახვა

ე.წ. ოცნების ქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო სამშენებლო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავების შესასყიდად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ ტენდერი გამოაცხადა. გათვალისწინებულია 400 ათასი ლარი. ამის შემდეგ კი უშუალოდ მშენებლობისთვის 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

ინიციატივის გაჟღერებიდან დღემდე ჟურნალისტებს და მესამე სექტორის ნაწილს ჰქონდა კითხვა ამ პროგრამის შემუშავებაში რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართულები? მაშინ მთავრობის თავმჯდომარემ ინფორმაციის გამოთხოვისკენ მიგვითითა.

აპარატმა 10-დღიანი ვადა გამოიყენა და ჩამონათვალი მოგვაწოდა. მთავრობის ინფორმაციით 4 არასამთავრობო ორგანიზაცია და მათი ხელმძღვნელი პირი იყო ჩართული პროცესში - ესენი არიან გივი მამულაძე, გოჩა დევაძე, ბადრი პაქსაძე და თამაზ ბაკურიძე. იყო თუ არა ეს საკმარისი,როგორ შეარჩიეს ეს ორგანიზაციები,  რატომ არ იყვნენ სხვები ინფორმირებული და რა რეკომენდაციები ჰქონდათ მათ?

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში