3 718 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ძვირფასი ლითონი სარფსა და ქუთაისის აეროპორტში

22 თებერვალი 2019, 00:00 1850 ნახვა

21 თებერვალს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და ქუთაისის აეროპორტში მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქრო და ვერცხლი აღმოაჩინეს. ოქროს ნაკეთობა საქართველოს მოქალაქეს გ.ყ-ს ეკუთვნოდა რომელიც 3,718 დააჯარიმეს.

''საქართველოს მოქალაქეს გ.ყ-ს, 3,718 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 53.93 გრამი) საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3,718 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ხოლო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ლ.მ-ს კუთვნილი ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, 8.6კგ. ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

ამავე კატეგორიაში