როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას აჭარაში 

22 თებერვალი 2019, 00:00 2671 ნახვა

ფოტო:ირინე წუწუნავა

ხვალ, საქართველოში, უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთის დაბლობზე +14, +16 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთის ბარში +9, +11 გრადუსი. კვირას დღის მეორე ნახევრიდან, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იწვიმებს.

რაც შეეხება აჭარას - ხვალ, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი  სანაპირო კურორტებზე +17 გრადუსამდე გათბება, მთაში +10 გრადუსი იქნება.
კვირას დღის მეორე ნახევრიდან აჭარაშიც  იწვიმებს. 

23 თებერვალი :

 •  ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებს. უნალექოდ. იქროლებს  აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით  +7  დღისით  +15  გრადუსი.

 • ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატებს. უნალექოდ. იქროლებს  აღმოსავლეთის ძლიერი ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4  დღისით +14

 • შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.   უნალექოდ. დასავლეთის ქარი  10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით  -2   დღისით +9

 • ხულო-  პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება.  უნალექოდ. დასავლეთის ქარი  10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით   -3  დღისით  +8

 • ქედა  - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება.  უნალექოდ.  დასავლეთის     ქარი  10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა:    ღამით   +2  დღისით   +12

 • გომარდული- ცვალებადი მოღრუბლულობა.  უნალექოდ. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა:  ღამით   -4   დღისით    +4

 • გოდერძის უღელტეხილი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ.  დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა:  ღამით   -7   დღისით   +1

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში