ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა

23 თებერვალი 2019, 00:00 1101 ნახვა

ხის, ძაფისა და სხვადასხვა ქსოვილისგან შექმნილი ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს რეწვის ოსტატებმა.ნამუშევრების ხილვა დამთვალიერებელს ხელვაჩაურის კულტურის სახლში შეეძლო.

გაიმართა შეხვედრაც, სადაც ხელოვანებმა დარგში არსებული პრობლემები და გამოწვევები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას გააცნეს. განიხილეს ბუკლეტებისა და ბროშურების დამზადების გეგმები, რომელიც ნივთების რეალიზაციას შეუწყობს ხელს. მუნიციპალიტეტში 50 რეწვის ოსტატია.

ამავე კატეგორიაში