გათიშული  შუქნიშნები - საფრთხე მძღოლებისა და ქვეითებისთვის   

23 თებერვალი 2019, 00:00 1675 ნახვა

დღეს  ბათუმში,  გორგილაძის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში რამდენიმე საათის განმავლობაში შუქნიშანი არ მუშაობდა.  რამაც პრობლემა შეუქმნა, როგორც ქვეითად მოსიარულეებს ასევე მძღოლებს. მათი თქმით, გათიშული შუქნიშანი ხშირად ავარიულ შემთხვევებს იწვევს, მძღოლების ინფორმაციით შუქნიშანი ხშირად ითიშება ასათიანის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაში

გორგილაძის და დემეტრე თავდადებულის კვეთაში დაზიანებული შუქნიშნების შესახებ ინფორმაცია „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ „მთავარი“-ს გადამღები ჯგუფისგან გაიგო, რის შემდეგაც პრობლემა გამოსწორდა. ავტოტრანსპორტში ქალაქის ტერიტორიაზე შუქნიშნების დაზიანებას  ელექტროენერგიის გათიშვას უკავშირებენ.

ამავე კატეგორიაში