ტენდერში  მონაწილე კომპანიას  დავების  საბჭოში  უჩივლეს 

23 თებერვალი 2019, 00:00 1373 ნახვა

„შპს ალგი აუდიტმა“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, შესყიდვების სააგენტოს, დავების საბჭოში უჩივლა. კომპანიის წარმომადგენლის ბექა მაისურაძის თქმით პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოცხადებულ, 1 მილიონ 750 ათას ლარიან ტენდერში მონაწილეობის უფლება იმის გამო ეზღუდებათ, რომ სააგენტო პრეტენდენტებს ერთი მილიონი ლარის ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის გამოცდილებას სთხოვს.

მომჩივანი მხარე მიიჩნევს, რომ სამუშაოს შესასრულებლად, 5 მილიონის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების გამოცდილებისა და 5 წლიანი გამოცდილების მქონე რესტავრატორის ყოლა  საკმარისია. ტენდერში მონაწილეობის მიღება 24 თებერვალს იწყება, თუმცა დავამ შესაძლოა პროცესი გააჭიანუროს. საჩივარი განხილვის პროცესშია, უცნობია შეიცვლება თუ არა სატენდერო პირობები. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, დავის დასრულებამდე სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს.

ამავე კატეგორიაში